კურსის ეს ნაწილი ყველაზე გრძელვადიანია და ეთმობა თქვენ მიერ სასწავლო აქტივობის საკუთარ კლასში განხორციელებას. ვიდეო ანიმაციების და/ან ბროშურების გამოყენებით დაგეგმეთ სასწავლო პროექტი ან კომპლექსური დავალება და განახორციელეთ იგი კლასთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ამ კურსის შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უნდა შეავსოთ თვით-რეფლექსიის კითვარი.
კლიმატის ცვლილების და წყლის თემაზე სანიმუშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დავალებები ან მათ მაგალითზე მოიფიქროთ საკუთარი იდეები.
დავალება III-V კლასებისთვის
- მეგობრებთან ერთად მოიფიქრე, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა თქვენგანმა წყლის დაბინძურების შესამცირებლად.
- იმსჯელე მასწავლებელთან ერთად და შექმენი ბუკლეტი.
დავალება VI-VIII კლასებისთვის
- მეგობრებთან ერთად იმსჯელე, ბინძურდება თუ არა შენ ირგვლივ (შენს სოფელში, ქალაქში, ქუჩაზე) წყალი. აღწერე, როგორ ხდება ეს.
- მეგობრებთან ერთად მოიფიქრე ის გზები, რომლებიც დაგეხმარება წყლის დაბინძურების შესამცირებლად შენს ირგვლივ.
- შენი მოსაზრებები გაუზიარე მასწავლებელს და ერთად იმსჯელეთ მათ შესახებ.
დავალება IX-XI კლასებისთვის
- დაფიქრდით და გაანალიზეთ, წყლის გარემოს რა სახის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო სექტორებმა თქვენს ქალაქში.
- იფიქრეთ ამგვარი დაბინძურების მაგალითების შესახებ თქვენ ირგვლივ. საბოლოდ მოამზადეთ პრეზენტაციები (იკონოგრაფიკა) და იმსჯელეთ მასწავლებელსა და მეგობრებთან ერთად.
- მეგობრებთან ერთად მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან წყლის დაბინძურება ჩვენ გარშემო.