მენიუ დახურვა

[EV0403] დავალება: პროექტის იდეა, დაგეგმვა და განხორციელება

ღია

კურსის ეს ნაწილი ყველაზე გრძელვადიანია და ეთმობა თქვენ მიერ სასწავლო აქტივობის საკუთარ კლასში განხორციელებას. ვიდეო ანიმაციების და/ან ბროშურების გამოყენებით დაგეგმეთ სასწავლო პროექტი ან კომპლექსური დავალება და განახორციელეთ იგი კლასთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ამ კურსის შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უნდა შეავსოთ თვით-რეფლექსიის კითვარი.

 

წყლის რაციონალური გამოყენების თემაზე სანიმუშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დავალებები.

დავალება III-V კლასებისთვის

  • ეცადე მოიფიქრო ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის დაზოგვის სხვა ხერხები.
  • შენ მიერ მოფიქრებული ხერხები გაუზიარე  მეგობრებს. 
  • იმსჯელე წყლის დაზოგვის საშუალებების შესახებ ოჯახში მშობლებთან, სკოლაში – მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ერთად.

 

დავალება VI-VIII კლასებისთვის

  • მასწავლებელთან ერთად გაეცანი ქვემოთ მოცემულ ბმულზე წარმოდგენილ ინფორმაციას.
  • გამოთვალე შენი წყლის ანაბეჭდი. 
  • შენი წყლის ანაბეჭდის საფუძველზე განსაზღვრე, როგორ შეიძლება შემცირდეს შენ მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა.
  • შეარჩიე შენი საყვარელი პროდუქტები და მოამზადე პრეზენტაცია მათი წყლის ანაბეჭდის შესახებ.

 

დავალება IX-XI კლასებისთვის

  • ინტერნეტით მოიძიეთ ინფორმაცია არალის ზღვის კატასტროფის შესახებ, მეგობრებთან ერთად განიხილეთ ამ ზღვის დეგრადაციის მიზეზები და შედეგები. კლასში შექმენით პლაკატი ან საინფორმაციო გრაფიკული გამოსახულება (პრეზენტაცია / ინფოგრაფიკი) არალის ზღვის პრობლემებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე. 
  • კლასში / მეგობრების წრეში მოაწყვეთ დისკუსია წყლის დაზოგვის შესაძლებლობების (მათ შორის, ტექნოლოგიების) შესახებ სოფლის მეურნეობაში, საყოფაცხოვრებო სფეროში, მრეწველობაში. გაიაზრეთ, რა ძირითადი მიზეზები უშლის ხელს ამ შესაძლებლობის გამოყენებას.
უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > ციკლი 3: წყლის რაციონალური გამოყენება