მენიუ დახურვა

[EV0108] კომპლექსური დავალება

ღია

საქართველოს კონტექსტში, პროექტული სწავლების მსგავსია ახალი სკოლის მოდელის (ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის) რეფორმის ფარგლებში დანერგილი კომპლექსური დავალება. კომპლექსური დავალება გამოიყენება როგორც შუალედური სასწავლო მიზანი. კომპლექსური დავალება სხვადასხვა აქტივობას მოიცავს, რომელსაც მოსწავლე კონკრეტულ კონტექსტის ფარგლებში ასრულებს და ამისათვის სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებას მოითხოვს.

საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების ნაწილი უკვე ჩართულია ახალი სკოლის მოდელის დანერგვაში და გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები. მათ უკვე შეუძლიათ სასწავლო პროცესი კომპლექსურ დავალებებით წარმართონ და ამისათვის საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან მიწოდებული მასალები გამოიყენონ.

უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > სასწავლო პროექტის მეთოდოლოგია