მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, საფუძვლიანად გაიაზრონ წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები: არსებული პრობლემები და გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები და პროგნოზები, მიმდინარე ინიციატივები და პროექტები.
საჭიროა მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ წყლის რესურსების პრობლემა უშუალოდ მათ ეხება და მათვე შეუძლიათ გადაწყვეტების დაგეგმვა და განხორციელება, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე უფრო ფართო მასშტაბით (ოჯახი, სამეზობლო, თემი, ქალაქი/სოფელი, მუნიციპალიტეტი, ქვეყანა, რეგიონი, მსოფლიო).