მენიუ დახურვა

[EV0107] სასწავლო აქტივობები პროექტული სწავლებისას

ღია

პროექტის ფარგლებში განხილული და მომზადებული თემები ძალიან კარგი შესაძლებლობაა მრავაფლეროვანი სასწავლო აქტივობების დაგეგმვისთვის. ეს შეიძლება იყოს ფილმების განხილვა, კვლევითი პროექტები, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევები (ქიმიის გაკვეთილებზე), მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ექსკურსიები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ექსპერტებთან შეხვედრები, დებატები და დისკუსიები, სამოქალაქო ინიციატივები, საინფორმაციო პოპულარული მასალის გამოქვეყნება და სხვა და სხვა.

21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად ერთ-ერთი რეკომენდებული მიდგომაა პროექტული სწავლება, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:

  1. პროექტი მიმართულია რეალური გამოწვევის საპასუხოდ, არსებული პრობლემის ან საკითხის გადაჭრისკენ.
  2. მოსწავლე ჩართულია არიან გრძელვადიან კომპლექსურ პროცესში, რაც გულისხმობს საკვლევი კითხვების იდენტიფიცირებას, მასალებისა და მონაცემების შეგროვებას, ანალიზსა და მათ გამოყენებას.
  3. პროექტი გულისხმობს რეალური სამყაროს კონტექსტს, რეალურ ამოცანებსა და ინსტრუმენტებს, ხარისხის არსებულ სტანდარტებს, რეალურ გავლენას. პროექტი უშუალოდ ეხება მოსწავლის ცხოვრებაში არსებულ საკითხებს, რომლებიც მას უშუალოდ აწუხებს და რომელთა მოგვარებით ის დაინტერესებულია.
  4. მოსწავლე თავად იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე შემუშავებული გადაწყვეტის შესახებ
  5. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ახდენენ რეფლექსიას სწავლის პროცესზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, შექმნილ დაბრკოლებებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
  6. მოსწავლეები იღებენ და თავად ახდენენ უკუკავშირს პროცესის და პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
  7. მოსწავლეები პროექტის შესახებ საჯაროდ საუბრობენ: საკლასო ოთახის მიღმა საუბრობენ მის შესახებ, აწყობენ პრეზენტაციებს, დისკუსიებს და ა.შ.
უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > სასწავლო პროექტის მეთოდოლოგია