მენიუ დახურვა

დაიწყეთ აქედან

ღია

შინაარსი

წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლების კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. სიცოცხლე წყალში და წყალი ეკოლოგიაში
2. რაციონალური წყალმოხმარება
3. წყლის ხარისხის დაცვა
4. კლიმატის ცვლილება და წყალი
5. აუზის გეოგრაფია

თითოეული თემის შესახებ მომზადებულია მოკლე ვიდეო-ლექცია და ტესტი. ასევე, მოცემულია სხვა სასარგებლო მასალებზე ბმული და, რაც მთავარია, სასწავლო ანიმაციები და ბროშურები მოსწავლეებისთვის.
ვიდეო-ლექციების შინაარსის უმეტესობა ჩვენი მასწავლებლებისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა, მთავარი მიზანია, რომ პედაგოგებმა მარტივად შეძლონ დღეისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების შეჯამება და დაფიქრდნენ, რა აქტივობები შეიძლება დაგეგმონ მოსწავლეებისთვის, ცოდნის კონსტუირებისა და საჭირო უნარების გასავითარებლად.

მიმდინარეობა

კურსი შედგენილია ციკლური პრინციპით. თითოეული ციკლის გავლისას მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს და განახორციელოს მინიმუმ ერთი სასწავლო აქტივობა (სასწავლო პროექტი, კომპლექსური დავალება და მსგავსი). მხოლოდ ამ აქტივობის განხორციელების და შესაბამისი კითხვარის შევსების შემდეგ, გადადის შემდეგ ციკლზე, სადაც იგივი პროცესს გადის, ოღონდ სხვა თემაზე.

კითხვარები შექმნილია არა მასწავლებლის ცოდნის გადასამოწმებლად, არამედ აქტუალიზაციისა და რეფლექსიისთვის და არ წარმოადგენს კურსის შეფასების ინსტრუმენტს. ამ კითხვარით არ ვამოწმებთ თქვენს ცოდნას, შესაბამისად მასში არ არის სწორი და არასწორი პასუხები. თქვენ უბრალოდ უნდა გაიაზროთ თქვენს მოსწავლეებთან განხორციელებული აქტივობა. კითხვარის შევსება აუცილებელია სერთიფიკატის მისაღებად საჭირო ქულების დასაგროვებლად, ამისთვის კი უნდა იყოს ამ საიტზე დარეგისტრირებული.

სასწავლო ანიმაციები და ბროშურები მომზადებულია სამი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის (III-V კლასები, VI-VIII კლასები, IX-XI კლასები) და გამიზნულია, როგორც დამხმარე რესურსი სხვადასხვა საგნის სწავლისას.

ონლაინ კურსის სრულად გავლას, თუ მასწავლებელი ყველა აქტივობას თანმიმდებრობით განახორციელებს, შეიძლება მთელი სემესტრი დასჭირდეს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ერთიანად დაიაროთ მასალები, ამოარჩიოთ თქვენთვის სასურველი თემები და რესურსები და ისე დაგეგმოთ სასწავლო პროცესი.

ყველა მოდულის გავლის შემდეგ მასწავლებელი ავტომატურად მიიღებს სერთიფიკატს; ასევე, შეძლებს გამოიყენოს მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერთიფიკატების შაბლონი.

უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > შესავალი