მენიუ დახურვა

[EV0203] დავალება: პროექტის იდეა, დაგეგმვა და განხორციელება

ღია

კურსის ეს ნაწილი ყველაზე გრძელვადიანია და ეთმობა თქვენ მიერ სასწავლო აქტივობის საკუთარ კლასში განხორციელებას. ვიდეო ანიმაციების და/ან ბროშურების გამოყენებით დაგეგმეთ სასწავლო პროექტი ან კომპლექსური დავალება და განახორციელეთ იგი კლასთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ამ კურსის შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უნდა შეავსოთ თვით-რეფლექსიის კითვარი.

 

მდინარს აუზის გეოგრაფიის თემაზე სანიმუშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დავალებები.

დავალება III-V კლასებისთვის

  • დაბეჭდილ ან ელექტრონულ რუკაზე მოძებნე დედამიწის დიდი მდინარეების აუზები, ამოიწერე მათი სახელები. აღნიშნე, სად მდებარეობს ისინი.
  • მოძებნე მდინარე მტკვრის აუზი და შეადარე შენ მიერ მოძიებულ დიდ აუზებს.
  • მოიფიქრე და ჩამოთვალე წყლის ის მომხმარებლები, რომლებიც, შენი აზრით, მდინარე მტკვრის აუზში არიან წარმოდგენილნი.
  • შენი აზრით, პირველ რიგში, რომელი მომხმარებელი უნდა დაკმაყოფილდეს, თუ წყალი ყველასთვის არ იქნება საკმარისი? რატომ? იმსჯელე ამის შესახებ თანაკლასელებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით.

 

დავალება VI-VIII კლასებისთვის

  • რუკის დახმარებით მოძებნე საქართველოს ძირითად მდინარეთა აუზები და მათი ქვე-აუზები.
    რუკის დახმარებით მოძებნე საქართველოს ტრანსსასაზღვრო მდინარეები.
  • საქართველოს რუკაზე შეარჩიე რომელიმე აუზი და გაიაზრე, ვინ იქნებიან ამ აუზის ფარგლებში წყალმომხმარებლები.
  • ჩამოწერე ის მხარეები, რომლებიც, შენი აზრით, აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ აუზის ფარგლებში წყალთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. შენი მოსაზრებები გაუზიარე მეგობრებს. იმსჯელე კლასში მასწავლებელთან ერთად.

 

დავალება IX-XI კლასებისთვის

  • მეგობრებთან ერთად შეარჩიეთ საქართველოს რომელიმე მდინარის აუზი და იმსჯელეთ, ვინ არიან ამ აუზში წარმოდგენილი წყალმოსარგებლეები.
  • გაიაზრეთ, ვინ იქნებიან ის დაინტერესებული მხარეები, რომლებიც უნდა ჩაერთონ წყლის რესურსების მართვის პროცესში (საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინეთ ტრანსსასაზღვრო კონტექსტი).
  • მასწავლებლის დახმარებით გაინაწილეთ როლები მდინარის აუზის დაინტერესებული მხარეების შესაბამისად და ეცადეთ, ერთმანეთთან დისკუსიისა და კონსესუსის გზით შეიმუშაოთ აუზის რესურსების მართვის მარტივი გეგმა. თქვენი აზრით, რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს აუზის მართვის გეგმა? წარადგინეთ შემუშავებული გეგმა კლასის წინაშე (პრეზენტაცია).
უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > ციკლი 1: მდინარის აუზის გეოგრაფია