კურსი შექმნილია UNDP-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მტკვრის აუზში ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის განვითარებას. პროექტის მიზანია, დაეხმაროს მოქალაქეებს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობის გააზრებაში და მისცეს მათ ბიძგი ქცევის ცვლილებისკენ. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ საკონსულტაციო კომპანია„მაინდვორქსის“ მხარდაჭერით.
ჩვენ შევქმენით ონლაინ კურსი სახალისო სასწავლო ანიმაციური ვიდეოებით, რომელიც დაგეხმარებათ ერთი თვალის გადავლებით გაიაზროთ, რა ცოდნას ფლობთ ახლა წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით და წარმოიდგინოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ დაიწყოთ დღესვე უკეთესი მომავლისთვის.
მიზანი
კურსის მიზანია დაეხმაროს დაინტერესებულ ადამიანებს, გაიაზრონ წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები: არსებული პრობლემები და გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები და რისკები, პრაქტიკული რჩევები და კონკრეტული გადაწყვეტები.
ვისთვისაა კურსი?
ონლაინ კურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც წყლის რესურსების გამოყენება აინტერესებს. განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ფერმერებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.
სტრუქტურა და გასავლელად საჭირო დრო
კურსი შედგება ხუთი მოდულისგან. თითოეულ მოდულში ერთი ანიმაციური ვიდეო და ერთი მოკლე ტესტია. ვიდეოს ხანგრძლივობა საშუალოდ 4-6 წუთია და მოიცავს მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას. თითოელი ტესტი კი რამდენიმე შეკითხვისგან შედგება და მის შესავსებად 10 წუთი საკმარისი იქნება. ტესტების შევსება რამდენჯერმე შეგეძლებათ.
ჯამურად კურსის გასავლელად 1-1.5 სთ დაგჭირდებათ.
გუნდი
ონლაინ კურსი შემუშავებულია „გარემო და განვითარების“ და „მაინდვორქსის“ ექსპერტების მიერ.
კახაბერ ბახტაძე, პროექტის მენეჯერი, გარემო და განვითარება
ირაკლი ქობულია, დარგის ექსპერტი, გარემო და განვითარება
შოთა მურცხვალაძე, ონლაინ კურსის დიზაინის მენეჯერი, მაინდვორქსი
ნათია გაბრიჩიძე, ონლაინ კურსის ინსტრუქციული დიზაინერი, მაინდვორქსი
გურამ ქველაძე, ონლაინ კურსის გრაფიკული დიზაინერი, მაინდვორქსი