მდგრადი და რაციონალური
წყალმოხმარება
ონლაინ კურსები შედგენილია სკოლებისთვის, ადგილობრივი თემისთვის, მეწარმეებისთვის, თვითმმართველობისთვის.
დაათვალიერეთ კურსები სასურველ ენაზე.
რატომ გადავწყვიტეთ ამ კურსების შექმნა?
ადამიანების ქმედება და კლიმატური ცვლილებები ზემოქმედებს წყალზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის გამო მთელი დედამიწის ცოცხალი ორგანიზმები რისკის ქვეშაა. ჩვენთვის ხელმისაწვდომი წყლის რაოდენობა და ხარისხი სასწრაფო ყურადღებას საჭიროებას არა მარტო სამთავრობო სტრუქტურების, არამედ თითოეული ჩვენგანის მხრიდან.
კურსში აღწერილია ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ყველაზე ვეჯახებით კლიმატური ცვლილებების და ადამიანის ქმედების შედეგად.
კურსი დაგეხმარებათ პრობლემების საპასუხი იდეების გენერირებასა და გადაწყვეტების მოფიქრებაში, ასევე, განვითარების შესაძლო სცენარების წარმოდგენაში.
კურსი დაგანახებთ, როგორ და რით შეუქმნათ მოტივაცია თქვენს მოსწავლეებს, მეგობრებს ან კოლეგებს, რათა ერთად დაგეგმოთ შესაბამისი აქტივობები.
როგორ უნდა შეარჩიოთ კურსი?
შეცვალე!
ისწავლეთ უფრო მეტი და უფრო ღრმად წყლის რესურსების მართვაზე. ძალიან მნიშნელოვანია იმის ცოდნა, რა არის პრობლემების რეალური გამომწვევი მიზეზები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ნამდვილად ქმედითი ცვლილებების მოხდენას.
განსაზღვრეთ თქვენი პროფილი
ვებსაიტზე რამდენიმე კურსს ნახავთ. ერთ-ერთი სკოლის იმ მასწავლებლებისთვისაა, რომელთაც სურთ თავიანთ კლასში სასწავლო პროექტების განხორციელება. ცალკე კურსიებია მოსწავლეებისთვის ასაკის მიხედვით. ასევე, ნახავთ კურსს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს, განსაკუთრებით სათემო განვითარების კონტექსტში.
დარეგისტრირდით ან უბრალოდ გადაავლეთ თვალი მასალას
თქვენ შეგიძლიათ კურსების რესურსები თავიდან ბოლომდე რეგისტრაციის გარეშე დაათვალიეროთ: ვიდეოები, ანიმაციები, საკითხავი მასალა. თუმცა თუ სურვილი გაქვთ, მიიღოთ სერთიფიკატი, უნდა დარეგისტრიდეთ და კურსის გავილისას შეავსოთ ტესტები.
დაიწყეთ სწავლა და დავალებების შესრულება
ამ კურსებში თქვენ ნახავთ მასალას და ინსტრუქციებს წყლის რესურსების მდგრადი მართვის შესახებ. კურსები შედგება რამდენიმე ძირითადი თემისგან და თითოეულს მოყვება შესაბამისი დავალება. მასწავლებლებს და მშობლებს კურსი დაეხმარება, ბავშვებისთვის დაგეგმონ საინტერესეო სასწავლო პროექტები.
პროექტის პარტნიორები
„ჩვენმა წინაპრებმა ცოტა რამ თუ იცოდნენ მეცნიერების შესახებ, მაგრამ დაკვირვების გზით და გამოცდილებით მიღებულმა ცოდნამ მათ შესაძლებლობა მისცა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ წყლის რესურსებსა და გარემოს შორის ურთიერთკავშირებზე. სწორედ ამ ცოდნამ შეუწყო ხელი წყლის და გარემოს გაფრთხილების ჩვეულებების ჩამოყალიბებას3. „არ დააზიანო“ იყო ჩვენი წინაპრების სახელმძღვანელო პრინციპი გარემოსთან (ბუნებასთან) და მათ შორის წყლის რესურსებთან მიმართებით“.
მტკვრის სკივრი – დამხმარე სასწავლო მასალა
გამოიჩინეთ ინიციატივა
თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივი ნაბიჯებით დაიწყოთ წყლის რესურსებზე ზრუნვა. აჩვენე ადამიანებს შენ გარშემო, რომ მცირე ძალისხმევით დიდი ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი. მარტივ იდეებს ჩვენს კურსებში ნახავ.