ამ დავალების შესრულება შეგიძლია სცადო დამოუკიდებლად, თუმცა, ასევე, შეგიძლია დაიხმარო ვინმე: მასწავლებელი, მშობელი, და-ძმა, მეგობარი.
კლასი დაიყავით ოთხ ჯგუფად და შემდეგი ეკოსისტემური სერვისებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი: 1) ფოტოსინთეზი; 2) ხის მასალით უზრუნველყოფა; 3) სუფთა ჰაერი; 4) სამედიცინო მცენარეები. თითოეულ ჯგუფში განიხილეთ შერჩეული ეკოსისტემური სერვისის უპირატესობები. ეს სერვისები განიხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი ადამიანის კეთილდღეობის მთავარი კომპონენტების – უსაფრთხოების, ცხოვრების პირობების, ჯანმრთელობის – კონტექსტში და იმსჯელეთ, რით უკავშირდება ისინი განსახილველ ეკოსისტემურ სერვისებს.
- უსაფრთხოება: კატასტროფებისგან დაცვა, უსაფრთხო კლიმატური პირობები;
- ცხოვრების პირობები: კვება, ჰიგიენა, თავშესაფარი, საარსებო წყარო;
- ჯანმრთელობა: სუფთა წყალსა და ჰაერზე წვდომა, ფიზიკური ჯანმრთელობა.
ჯგუფში განხილვის შედეგები კლასს წარუდგინეთ დიაგრამის ან ინფოგრაფიკის სახით, რომელზეც ნაჩვენები იქნება ეკოსისტემურ სერვისებსა და ადამიანთა კეთილდღეობის კომპონენტებს (უსაფრთხოებას, ცხოვრების პირობებს, ჯანმრთელობას) შორის კავშირები.