მენიუ დახურვა

[STS0102] დავალება

ღია

ამ დავალების შესრულება შეგიძლია სცადო დამოუკიდებლად, თუმცა, ასევე, შეგიძლია დაიხმარო ვინმე: მასწავლებელი, მშობელი, და-ძმა, მეგობარი.

  • მეგობრებთან ერთად შეარჩიეთ საქართველოს რომელიმე მდინარის აუზი და იმსჯელეთ, ვინ არიან ამ აუზში წარმოდგენილი წყალმოსარგებლეები.
  • გაიაზრეთ, ვინ იქნებიან ის დაინტერესებული მხარეები, რომლებიც უნდა ჩაერთონ წყლის რესურსების მართვის პროცესში (საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინეთ ტრანსსასაზღვრო კონტექსტი).
  • მასწავლებლის დახმარებით გაინაწილეთ როლები მდინარის აუზის დაინტერესებული მხარეების შესაბამისად და ეცადეთ, ერთმანეთთან დისკუსიისა და კონსესუსის გზით შეიმუშაოთ აუზის რესურსების მართვის მარტივი გეგმა. თქვენი აზრით, რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს აუზის მართვის გეგმა? წარადგინეთ შემუშავებული გეგმა კლასის წინაშე (პრეზენტაცია).
უკან:IX-XI კლასები – წყლის რაციონალური გამოყენება > ციკლი 1: მდინარის აუზის გეოგრაფია