ამ დავალების შესრულება შეგიძლია სცადო დამოუკიდებლად, თუმცა, ასევე, შეგიძლია დაიხმარო ვინმე: მასწავლებელი, მშობელი, და-ძმა, მეგობარი.
- სხვადასხვა წყაროს გამოყენებით გაეცანი, როგორ წარმოიქმნება სათბური აირები და როგორ გაიფრქვევა ისინი ატმოსფეროში.
- მოიფიქრე, როგორ შეიძლება დაზოგო ენერგია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და, შესაბამისად, შეამცირო სათბური აირების გაფრქვევა.
- შენი მოსაზრებები გაუზიარე ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მათთან ერთად იმსჯელე ამ მოსაზრებების შესახებ.