ამ დავალების შესრულება შეგიძლია სცადო დამოუკიდებლად, თუმცა, ასევე, შეგიძლია დაიხმარო ვინმე: მასწავლებელი, მშობელი, და-ძმა, მეგობარი.
- რუკის დახმარებით მოძებნე საქართველოს ძირითად მდინარეთა აუზები და მათი ქვე-აუზები.
რუკის დახმარებით მოძებნე საქართველოს ტრანსსასაზღვრო მდინარეები. - საქართველოს რუკაზე შეარჩიე რომელიმე აუზი და გაიაზრე, ვინ იქნებიან ამ აუზის ფარგლებში წყალმომხმარებლები.
- ჩამოწერე ის მხარეები, რომლებიც, შენი აზრით, აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ აუზის ფარგლებში წყალთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. შენი მოსაზრებები გაუზიარე მეგობრებს. იმსჯელე კლასში მასწავლებელთან ერთად.