[სლაიდი 4 – WEF-ის ურთიერთკავშირი და მდგრადი განვითარების მიზნები]
არსებულ კონტექსტში, წყალი-ენერგია-საკვები სინერგია/ნექსუსი წარმოიშვა, როგორც მნიშვნელოვანი კონცეფცია, ჩვენი გლობალური რესურსების სისტემების რთული და ურთიერთდაკავშირებული წყობის/სტრუქტურის ასაღწერად და ყურადღების ამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებზეც ჩვენ დამოკიდებულებები ვართ, რათა მიღწეულ იქნას ჩვენი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნები. პრაქტიკული თვალსაზრისით, წყალი-ენერგია-საკვები სინერგია/ნექსუსი წარმოადგენს კონცეპტუალურ მიდგომას და გარემოსა და ადამიანების საქმიანობების ურთიერთქმედებების (ურთიერთკავშირების) შორის სისტემატურ ანალიზს, რომელიც შემდგომში სექტორებსა და წარმოების მასშტაბების შოროს კოორდინირებულ მართვასა და ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.
ეს შესაძლოა დაგვეხმაროს საკომპრომისო გადაწყვეტილებების/ზომების იდენტიფიცირებაში და მართვაში და სხვადასხვა სექტორის განვითარების სტრატეგიებს შორის ჰარმონიზაციისა და სინერგიის ჩამოყალიბებაში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ უფრო ინტეგრირებული და ხარჯეფექტური დაგეგმვა, და ხელს შეუწყობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას.
2030 წელს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიერ მიღებული SDG- ები (მდგრადი განვითარების მიზნები), განუყოფლად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ისევე როგორც, კლიმატის ცვლილების შემსუბუქების და ადაპტაციის კონკრეტულ მიზნები UN-FCCC (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია) პარიზის შეთანხმების თანახმად. ეს კავშირები გვეხმარება ეფექტური (რაციონალური) და ეფექტიანი გადაწყვეტილებების პოვნაში მსოფლიოს პრობლემების გადასაჭრელად. მდგრადი განვითარების მე-6 (წყალი), მე-7 (ენერგია) და მე-2 (სურსათის/საკვების უსაფრთხოება) მიზნები (SDG-ები) არა მხოლოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია სინერგიის/ნექსუს (NEXUS) მიდგომისთვის. 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ხაზს უსვამს საერთო მიდგომის საჭიროებას და იმპლემენტაციას Nexus- ის სახით SDG– ების განსახორციელებლად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შემცირდეს წყლის, ენერგიისა და საკვების მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს პოლიტიკის შემუშავებას ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით. და თუ გადავხედავთ ყველა 17 SDG– ს, დავინახავთ, რომ 12 პირდაპირ უკავშირდება რესურსების მდგრად გამოყენებას. SDG– ებიდან 6 პირდაპირ უკავშირდება წყალთან, 2 – საკვებს და 7 – ს ენერგიის მოხმარებას. მოდით განვიხილოთ ისინი დეტალურად.
მე-2 მიზანი, რომელიც არის შიმშილის აღმოფხვრა/Zero Hunger – კონკრეტულად ეხება სურსათის უვნებლობას/უსაფრთხოებას. შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ეკოსისტემების შენარჩუნებისას და წყალდიდობების ზარალის გათვალისწინებით (წყალდიდობების შედეგების შერბილების გათვალისწინებით). ამ მიზანის მთავარ ამოცანას წარმოადგენს 2.4 ამოცანა. 2030 წლისათვის სურსათის წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფა და სიცოცხლისუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც გაზრდის პროდუქტიულობას და წარმოების მოცულობას, ხელს შეუწყობს ეკოსისტემების შენარჩუნებას, რაც გააძლიერებს კლიმატის ცვლილებასთან, ექსტრემალურ ამინდთან, გვალვასთან, წყალდიდობასა და სხვა სახის კატაკლიზმებთან ადაპტირების უნარს და თანდათანობით გააუმჯობესებს მიწის ნაკვეთებისა და ნიადაგის ხარისხს.
მე-6 მიზანი არის სუფთა წყალი და სანიტაცია/Clean water and sanitation და მოიცავს წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფას. მე-6 მიზანი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალია, გარდა იმისა, რომ არის ორიენტირებული წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და მდგრადი მართვის სტრატეგიების დანერგვაზე, ასევე, ხაზს უსვამს წყლის ეფექტურ გამოყენების მნიშვნელობას ყველა სექტორში. ამ მიზანის მთავარ ამოცანას 6.6 ამოცანა. 2030 წლისათვის წყლის გამოყენების ეფექტურობის გაზრდა ყველა სექტორში და მტკნარი წყლის მდგრადი აღებისა და მომარაგების უზრუნველყოფა წყლის სიმწირის პრობლემის გადასაჭრელად და იმ ადამიანთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების მიზნით, ვინც წყლის სიმწირეს განიცდის.
მე-7 მიზანია არის ენერგია/affordable and clean energy და ეხება ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამ მიზანის ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს 7.2 ამოცანა – მოსახლეობის პროპორციული ოდენობის გაზრდა, რომელიც ძირითადად იყენებს სუფთა საწვავს და ტექნოლოგიებს, რათა გლობალურ ენერგიის მიქსში/global energy mix განახლებადი ენერგიის გამოყენების წილი მდგრადად გაიზარდოს.
ამ თვალსაზრისით, SDG– ები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ ძალიან ზოგად განცხადებებს და ახასიათებთ ზოგადი ამოცანები, მათ, ასევე ახასიათებთ მსგავსი კომპონენტები / ელემენტები და ყველა მათგანი მიზნად ისახავს ხელის შეწყობას წყლის, ნიადაგის და ენერგიის რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. და ეს გვეხმარება სხვადასხვა სისტემაში/სექტორში და მათ შორის ურთიერთკავშირების გარკვევაში. ნექსუსის/Nexus-ის მიდგომა ემყარება იმ გაგებას, რომ გარემოსდაცვითი რესურსები განუყოფლად არის ერთმანეთზე დამოყიდებული. შესაბამისად, გარემოსდაცვითმა მენეჯმენტმა/მართვამ ამ ურთიერთდამოკიდებულებების გათვალისწინებით შეიძლება უზრუნველყოს რესურსების გამოყენების საერთო ეფექტურობა და ასევე, უზრუნველყოს თანაბარი სარგებელის გაზიარება. გლობალური ცვლილებების პირობებში გარემოსდაცვითი რესურსების მართვის/მენეჯმენტის დროს ნექსუსის/Nexus-ის მიდგომის გამოყენება შეიძლება ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით რისკებისა და ეკოლოგიურ პრობლემების შემცირებას, აგრეთვე უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება.