Menu Close

[SMP18] პოლიტიკის ამოცანების და WEF-ის ურთიერთკავშირი

Preview

[სლაიდი 6 – პოლიტიკის ამოცანების და WEF-ის ურთიერთკავშირი]

ეს ურთიერთდამოკიდებულებები შეიძლება ასახულ იქნას დარგობრივი პოლიტიკის სხვადასხვა ამოცანებისა და მიზნების გათვალისწინებით; და, ცხადია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან. ახლა აგიხსნით, თუ რას ნიშნავენ ეს ფერები, რომლებიც ნაჩვენებია ფიგურაზე/ნახატზე. წითელი ფერი ნიშნავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკის მიზნები ერთმანეთზეა დამოკიდებული. ცისფერი ნიშნავს, რომ ერთი პოლიტიკის მიზნების მიღწევა სხვა პოლიტიკის მიზნებზე შეიძლება იქონიოს გავლენა (ერთი მიზნის მიღწევა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მიზნის მიღწევაში). და მწვანე ფერი ნიშნავს რომ ერთი პოლიტიკის მიზნიბის მიღწევა ხელს შეუწყობს სხვა პოლიტიკის მიზნების მიღწევაში (ერთ პოლიტიკაზე მუშაობა, აძლიერებს მეორე პოლიტიკას).

მაგალითისთვის, თუ ჩვენ გვინდა „განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა ენერგიის მიქსში“ ეს, ასევე დაგვეხმარება „ენერგო მომსახურებებზე ზელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ მიზნის მიღწევაში. და ეს ორი მიზანი – ერთმანეთს აძლიერებს.

თუ ჩვენ განვიხილავთ “ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას” მიზანს, ჩვენ ასევე, ვუზრუნველყობთ “მდგრადი საკვების სისტემა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება”-ის მიზნის მიღწევას. დაბოლოს, თუ გვინდა, რომ უზრუნველყოთ „საკვების წვდომა და უსაფრთხოების გაზრდა“ (შენიშვნა: სურსათის/საკვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ მსჯელობა: არა მხოლოდ საკმარისი და საკმარისი საკვები, არამედ ხარისხიანი საკვები და დაბალანსებული დიეტა და ხელმისაწვდომი ფასები) თქვენ ნამდვილად მოახდენთ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის/წარმოების ზრდას. თუ გსურთ, რომ უზრუნველყოთ წვდომა სასმელ წყალზე (წყლის რესურსებზე), თქვენ, ასევე უნდა უზრუნველყოთ წვდომა ენერგეტიკული სერვისების/წყაროებზე. ენერგორესურსებზე წვდომის გარეშე ჩვენ ვერ ვუზრუნველყობთ წყლის რესურსებზე წვდომის გარანტიას. ეს არის სხვადასხვა პოლიტიკების ურთიერთდამოკიდებული მიზნების მაგალითი. ეს ფიგურა წარმოადგენს ნექსუსის/Nexus- ის მიდგომის ნაწილობრივ ილუსტრაციას, დაწყებული ენერგეტიკული სექტორიდან (დომეინიდან), რომელიც შეიძლება გავრცელდეს SDG–ის ყველა კომპონენტზე. ეს მიდგომა უფრო მეტს ასახავს, ვიდრე ცალკე აღებული პოლიტიკებს შორის ურთიერთქმედება/ინტერაქცია; იგი ასევე ხაზს უსვამს საერთო ინტერესებსა და მიზნებს სხვადასხვა სექტორებში.

Back to: Sample course > Sample module