«წყალს სჭირდება ენერგია. ენერგიას სჭირდება წყალი. საკვებისთვის საჭიროა წყალი და ენერგია»
- ენერგო სისტემების ნაკლოვანებების უმეტესობას აუარესებს ცვლილებები წყალზე ხელმისაწვდომობა, ცვალებადობა და პროგნოზირებადობა
- ტექნოლოგიებს და პოლიტიკის ცვლილებებს დეკარბონიზაციასთან (გაუნახშირბადოებასთან) დაკავშირებით, მათი არასათანადო მართვის შემთხვევაში, შეუძლია გამოწვიოს წყლის უნებლიე სტრესი
- უკუკავშირი
- ენერგო სექტორის გაზრდილი მოთხოვნა წყლის სექტორის მიმართ -> ენერგო წარმოებისათვის წყალზე გაზრდილი მოთხოვნა
- ენერგო წარმოებისათვის წყალზე გაზრდილი მოთხოვნა -> ზეგავლენას ახდენს წყლის მომარაგებაზე იმდენად, რომ საჭიროა წყლის გაწმენდის დონის გაზრდა
- პოლიტიკა და ტექნოლოგიები უკვე არსებობს, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს წყალსა და ენერგიაზე მოთხოვნის შემცირებას
[სლაიდი 1 – Title Slide]
დღევანდელი სესიის პირველი ნაწილი წარმოადგენს ნექსუსის/NEXUS მიდგომის შესახებ ზოგად შესავალს. ასევე, განხილული იქნება, თუ რატომ წარმოადგენს ნექსუსის/NEXUS მიდგომა SDG-ების (მდგრადი განვითარების მიზნების) მიღწევის მთავარ მექანიზმს. მოგვიანებით ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ნექსუს/NEXUS მოდელის შექმნა (ნექსუს მიდგომის დანერგვა), ვუზრუნვეყოთ წვდომა და განვახორციელოთ მონიტორინგი. პირველ ნაწილში ასევე, იქნება განხილული ძირითადი კომპონენტების შორის ურთიერთდამოკიდებულებები, რომელსაც ჩვენ ნექსუსის/NEXUS “სამკუთხედს” ვეძახით. დღევანდელი სესიის ბოლოს განვიხილავთ ნექსუსის/NEXUS მიდგომის თვისებრივ შეფასებას და გავაანალიზებთ ნექსუსთან/NEXUS– სთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხს. აღნიშნული თვისებრივი შეფასების მიდგომა 2014 წელს FAO– ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის) მიერ იქნა შემოშავებული. ასევე, მსურს განვიხილოთ განვითარების სამომავლო სცენარები და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან რამდენიმე მაგალითი (ქეისი).
ტრეინინგის პირველი მიზანი არის წყლის, მიწის და ენერგეტიკის მართვის სისტემების შორის სინერგიისა და კონფლიქტების შესახებ ურთიერთდამოკიდებულებების გააზრება. ამ ტრენინგის მეორე მიზანს წარმოადგენს ამ ურთიერთდამოკიდებულებების მაშტაბების დადგენა (რაოდენობრივად). ჩემი მიზანია, ასევე, გაჩვენოთ ნექსუსის/NEXUS მიდგომის გამოყენების უპირატესობები ტრადიციული მიდგომის შედარებით, სადაც თითოეული სექტორის/პოლიტიკის პრობლემები ცალცალკე არის განხილული (თითოეული სექტორის/პოლიტიკის პრობლემები ერთმანეთისგან გამიჯნულია). ეს ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით სამივე სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და მოგცემთ საშუალებას, რომ იფიქროთ თქვენს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში ახალი მიდგომებების გამოყენების (დანერგვის) შესახებ.