ამ დავალების შესრულება შეგიძლია სცადო დამოუკიდებლად, თუმცა, ასევე, შეგიძლია დაიხმარო ვინმე: მასწავლებელი, მშობელი, და-ძმა, მეგობარი.
- დაბეჭდილ ან ელექტრონულ რუკაზე მოძებნე დედამიწის დიდი მდინარეების აუზები, ამოიწერე მათი სახელები. აღნიშნე, სად მდებარეობს ისინი.
- მოძებნე მდინარე მტკვრის აუზი და შეადარე შენ მიერ მოძიებულ დიდ აუზებს.
- მოიფიქრე და ჩამოთვალე წყლის ის მომხმარებლები, რომლებიც, შენი აზრით, მდინარე მტკვრის აუზში არიან წარმოდგენილნი.
- შენი აზრით, პირველ რიგში, რომელი მომხმარებელი უნდა დაკმაყოფილდეს, თუ წყალი ყველასთვის არ იქნება საკმარისი? რატომ?