მენიუ დახურვა

[EV0105] კომუნიკაციის უნარები

ღია

სასწავლო აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის უნარის განვითარებას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გათვალისწინებული იყოს სამი ძირითადი მახასიათებელი:

  1. მულტიმოდალურობა – კომუნიკაციის მულტიმოდალურობა გულისხმობს ერთზე მეტი ინსტრუმენტის გამოყენებას მოსაზრების გაზიარებისას. მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ შესრულებული სამუშაო წარმოადგინონ ზეპირი პრეზენტაცია ვიზუალური მასალის, მათ შორის ვიდეორესურსების გამოყენებით. ასევე შეუძლიათ შექმნან ბლოგპოსტები, რომლებშიც ტექსტის გარდა ფოტომასალასაც გამოიყენებენ. მთავარი ამოცანაა, რომ ყველა გამოყენებული ელემენტი საბოლოო ჯამში ერთი იდეის, აზრის, მოსაზრების გადმოცემას ემსახურებოდეს.
  2. არგუმენტირება და დასაბუთება – მოსწავლეების მიერ საკუთარი ნამუშევრის, მოსაზრების წარდგენა გულისხმობს შესაბამისი დასაბუთების, არგუმენტების, ფაქტებისა და მაგალითების წარდგენასაც. მაგალითად, თუ მოსწავლე რაიმე სახის პროგნოზს წარმოადგენს, აუდიტორიას მან ასევე უნდა აჩვენოს, ფაქტების ლოგიკური ჯაჭვი, რომელმაც პროგნოზამდე მიიყვანა. თუ რაიმე მოსაზრებას წარმოადგენს, ის გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მონაცემებით, ფაქტებითა და მაგალითებით.

სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინება – მოსწავლეებმა კომუნიკაცია უნდა დაგეგმონ შესაბამისი სამიზნე აუდიტორიისთვის. საჭიროა, მათ განსაზღვრონ, ვინ არიან ის ადამიანები, რომელთაც ხმა უნდა მიაწვდინონ და შეარჩიონ მათი თავისებურებების გათვალისწინებით საუკეთესო მოდელი. კომუნიკაციის დაგეგმვა გულისხმობს ინსტრუმენტის, ფორმის, შინაარსისა და სტილის განსაზღვრას. მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლის წარდგენილი მასალა გასაგები იყოს სამიზნე აუდიტორიისთვის.

უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > სასწავლო პროექტის მეთოდოლოგია