წყლის კონსერვაციის საკითხების დასამუშავებლად, ერთი მხრივ 21-ე საუკუნის უნარებია საჭირო და, მეორე მხრივ, სწორედ ამ საკითხებზე მუშაობაა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ამავე უნარების გასავითარებლად. ყველა თემა, რომელსაც კურსში განვიხილავთ, ხელშესახები და ხილულია, მოსწავლეების ყოველდღიურობას და მათ მომავალს უკავშირდება. მათ შეუძლიათ საკუთარი ოჯახის, სამეზობლოს, უბნის, ქალაქის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყონ პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარებისთვის საჭირო გადაწყვეტებზე ფიქრი. ეს კი თავისთავად, ბუნებრივად, ითხოვს გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას, როგორც თანაკლასელებს, ასევე სხვადასხვა კლასს და სკოლას შორის. პროცესში ძალიან კარგად შეიძლება თემის წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების ჩართვაც და უცხოელ სკოლებთან ვირტუალური თანამშრომლობაც.
ჩვენი რეკომენდაციაა, სასწავლო აქტივობები იმგვარად დაგეგმოთ, რომ გათვალისწინებული იყოს 21-ე საუკუნის უნარების განვითარება.