კურსი შექმნილია UNDP-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მტკვრის აუზში ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის განვითარებას. პროექტი თანამშრომლობს სკოლებთან და მასწავლებლებთან და ხელს უწყობს ახალი თაობის მომზადებას დღეს და მომავალში წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობის გააზრებაში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ საკონსულტაციო კომპანია„მაინდვორქსის“ მხარდაჭერით.
ჩვენ შევქმენით ონლაინ კურსი სახალისო სასწავლო ანიმაციური ვიდეოებით, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს, თავის კლასში განახორციელონ წყლის რესურსებთან დაკავშირებული სასწავლო აქტივობები.
ეს გახლავთ ვიდეო ანიმაციის მაგალითი, რომელიც თქვენთვის კურსშია ხელმისაწვდომი.
მიზანი: კურსის მიზანია მოამზადოს მასწავლებელი ისეთი სასწავლო აქტივობების განხორციელებისთვის, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, საფუძვლიანად გაიაზრონ წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები: არსებული პრობლემები და გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები და პროგნოზები, მიმდინარე ინიციატივები და პროექტები.
ვისთვისაა კურსი? ონლაინ კურსი გამოადგება ბუნებისმეტყველების, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლებს. ასევე, შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოს ისტორიის (მათ შორის, „ჩვენი საქართველო”) მასწავლებლებისთვისაც. კურსი არაჩვეულებრივი რესურსია სასკოლო ეკო-კლუბებისთვის.
ონლაინ კურსი შემუშავებულია „გარემო და განვითარების“ და „მაინდვორქსის“ ექსპერტების მიერ. კურსის თემატური პროგრამა, ვიდეო ანიმაციები და მოსწავლეთა დავალებები დაფუძნებულია ორგანიზაცია “გარემო და განვითარების” მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბროშურების ტექსტზე, რომლებით, ასევე, ხელმისაწვდომია კურსის ფარგლებში სასწავლო რესურსი სახით.
კახაბერ ბახტაძე, პროექტის მენეჯერი, გარემო და განვითარება
ირაკლი ქობულია, დარგის ექსპერტი, გარემო და განვითარება
შოთა მურცხვალაძე, ონლაინ კურსის დიზაინის მენეჯერი, მაინდვორქსი
ნათია გაბრიჩიძე, ონლაინ კურსის ინსტრუქციული დიზაინერი, მაინდვორქსი
გურამ ქველაძე, ონლაინ კურსის გრაფიკული დიზაინერი, მაინდვორქსი
მოდულები
შესავალი
გაკვეთილები
სასწავლო პროექტის მეთოდოლოგია
გაკვეთილები
- [EV0101] მიზნის დასახვა ღია
- [EV0102] 21-ე საუკუნის უნარების განვითარება ღია
- [EV0103] რეალური პრობლემის გადაჭრის უნარი ღია
- [EV0104] ურთიერთ-თანამშრომლობის უნარები ღია
- [EV0105] კომუნიკაციის უნარები ღია
- [EV0106] ცოდნის კონსტრუირება ღია
- [EV0107] სასწავლო აქტივობები პროექტული სწავლებისას ღია
- [EV0108] კომპლექსური დავალება ღია
- [EV0109] თვით-რეფლექსია მეთოდოლოგიაზე ღია